1. გარეცხეთ სოკო, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. 2. დადეთ კეცზე ერბო და დაალაგეთ სოკო ერთ ფენად. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. 3. შედგით 200 °С –ზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით 15 წუთი. 4. მომზადებამდე 5 წთ–ით ადრე დაჭერით სულუგუნის ყველი კუბიკებად და მოაყარეთ სოკოს. როდესაც ყველი გადნება, კეცი გამოიტანეთ ღუმელიდან და კერძიც მზადაა. ასევე, ყველის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი.