1. გაასუფთავეთ სოკო და მოაცილეთ ფეხები. 2. გააცხელეთ ტაფა, მოასხით ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ სოკოს ქუდები. მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად გადააბრუნეთ. 3. 5 წუთის შემდეგ დაადეთ კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. 4. კარაქი მალე დაადნება, შეერევა სოკოს წვენს და სოუსივით გახდება. 5. დააცადეთ კიდევ 2-3 წუთი, მოაყარეთ მწვანილი, მოასხით ლიმონის წვენი და ნიყვის სოუსიც მზადაა.