1. სუფთა და გარჩეული წიწაკები გააშრეთ კარგად, დაუსერეთ ბოლოები ან დაჩხვლიტეთ ალაგ–ალაგ ჩანგლით და გაამზადეთ შესაწვავად. 2. ჩაასხით მოზრდილ ქვაბში ზეთი და დაამატეთ: ძმარი, შაქარი, მარილი, შავი წიწაკის კაკლები, დაფნის ფოთოლი. მოურიეთ კარგად. 3. ადუღდების შემდეგ ჩაყარეთ წიწაკები, გააჩერეთ რამოდენიმე წუთით, სანამ ფერს არ იცვლის ყუნწებთან. 4. ამოწურეთ და დაყარეთ მოზრდილ ჯამზე, თან გამზადებული გქონდეთ დაჭრილი ნიორი, ერთი კონა ნიახური და ოხრახუში. 5. ცხელ მასას მოაყარეთ ნიორი და მწვანილი, ასე გააგრძელეთ წიწაკის დამთავრებამდე. 6. ყოველ ამოღებაზე ფენა–ფენად მოაყარეთ მწვანილი. ბოლოს მოწვით გრძლად დაჭრილი წითელი ბულგარული. 7. ყველაფერი აურიეთ კარგად და ჩადეთ ქილებში. დაასტერილეთ 10 წუთის განმავლობაში და მოხუფეთ. შეგიძლიათ არ გამოიყენოთ ასპირინი.