1. გააცხელეთ ღუმელი 175°С– ზე. დაჭერით ანანასი ორ ნაწილად, ამოიღეთ გული და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. 2. გაალღვეთ მწვანე ბარდა. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და ნიორი.ღორის ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად. 3. დაჭერით სტაფილო წვრილად და მოთუშეთ ზეთში. 4. ტაფაზე დაასხით ზეთი. მოთუშეთ ხორცი და გადმოიტანეთ ცალკე ჯამში. 5. დაამატეთ ტაფას კიდევ ერთი კოვზი ზეთი და მოთუშეთ მწვანე ხახვი და ნიორი. მოასხით ათქვეფილი კვერცხი და მოხარშული ბრინჯი. 2 წუთის შემდეგ დაამატეთ ხორცი, სტაფილო და ბარდა. 6. მოაყარეთ სანელებლები, მარილი და პილპილი გემოვნებით. 7. გააგრძელეთ მოთუშვა, მაღალ ცეცხლზე, 5–7 წუთის განმავლობაში. 8. შემდეგ დაამატეთ ანანასი და ქოქოსის რძე. კარგად მოურიეთ. 9. მომზადებული მასა მოათავსეთ ანანასში, მოაყარეთ მწვანე ხახვი. 10. შედგით ღუმელში 5 წუთის განმავლობაში, საშუალო ტემპერატურაზე.