"ჯადოსნური" ორაგული
"ჯადოსნური" ორაგული
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ჯადოსნური ტყუილად არ ჰქვია - ეს კერძი ნამდვილად ძალიან გემრიელია. წვნიანი ვარდისფერი ორაგული ნაღების სოუსით და ხრაშუნა ბოსტნეულით დაუვიწყარ გემოს ჰქმნის.

ინგრედიენტები

  • კარაქი - 50 გ
  • ფქვილი - 1 ჩ.კ
  • ნაღები 20%-იანი - 200 მლ
  • სტაფილო - 1
  • ყაბაყი - 1
  • ორაგული - 500 გ
  • მარილი
  • სასურველი სუნელი
მომზადების წესები
თევზის ნაჭრები გავრეცხოთ და შევაშროთ.
მოვაყაროთ მარილი და სასურველი სუნელი (პილპილი, პროვანსული სუნელი და ა.შ)
ტაფაზე, 1 კოვზ ზეთში, კანით ქვემოთ შევწვათ თევზის ნაჭრები 1-2 წუთი. ეს იმიტომ რომ ხრაშუნა კანი ჰქონდეს. ამის შემდეგ, თევზი შევდოთ ღუმელში 10-15 წუთი, 180-200 გრადუსზე. 
სანამ თევზი მომზადდება, ბოსტნეული ჩხირებივით დავჭრათ და ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ, ძალიან არ უნდა დარბილდეს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
სოუსისთვის გავადნოთ კარაქი, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. ჩავამატოთ ნაღები და თან გავაგრძელოთ თქვეფა, რათა კოშტები არ დარჩეს. როგორც კი შესქელდება, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ მუსკატის კაკალი და მარილი
ტეგები:
ნაღები ბოსტნეული ორაგული ნანახია: 14723