1. ათქვიფეთ კვერცხი და დაuმატეთ: მაწონი, მარილი და ფქვილი. დააყოვნეთ მზა მასა 20წთ–ით. 2. გაყავით 7 ნაწილად. ამ შვიდი ფენიდან, ორი არ იხარშება. 3. გააბრტყელეთ პირველი ფენა და დადეთ საცხობ ფორმაზე. შემდეგ, წაუსვით გამდნარი კარაქი. 4. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში ცოტა მარილი და ცომი მოხარშეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. 5. მოხარშული ფენა დადეთ და ისევ წაუსვით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ ყველი. ყველა ფენა ამ თანმიმდევრობით გააკეთეთ. 6. ბოლო ფენა უნდა იყოს დიდი. ჩაუკეცეთ გვერდები, ზემოდან წაუსვით გამდნარი კარაქი. დაჭერით გამოცხობამდე და გამოაცხვეთ 200°ზე, დაახლოებით 1საათი.