1. დაჭერით პომიდორი 2 ან 4 ნაწილად. 2. დაჭერით ხახვი წვრილ, მრგვალ ფორმებად. 3. ფენა–ფენად ჩააწყვეთ პომიდორი და ხახვი სტერილიზებულ ქილებში, ერთმანეთის მონაცვლეობით. 4. დაიწყეთ მარინადის მომზადება: ჩაასხით ქვაბში 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ შაქარი და მარილი. მოურიეთ კარგად. 5. დაამატეთ დაფნის ფოთლები და შავი წიწაკის მარცვლები. 6. როდესაც დაიწყებს დუღილს, დაამატეთ ჟელატინი და ძმარი. 7. კარგად წამოდუღების შემდეგ ჩაასხით გამზადებულ ქილებში. 8. დიდი ზომის ქვაბში ჩააწყვეთ დაკონსერვებული ქილები, ჩაასხით წყალი. დადგით ცეცხლზე და გააჩერეთ 15 წთ–ის განმავლობაში. შემდეგ ამოალაგეთ და დატოვეთ გადმობრუნებულ მდგომარეობაში. დაელოდეთ მანამ, სანამ კონსერვი ბოლომდე გაშრება.