1. შეარჩიეთ მკვრივი და მაგარი ქლიავი. 2. ჩაყარეთ თითოეულ ქილაში 2 ცალი მიხაკის კვირტი და 2 ცალი წიწაკის მარცვალი. 3. მოათავსეთ ქლიავი ქილებში მთლიანი სახით ან შეგიძლიათ ქლიავი გაყოთ ორ ნაწილად, მოაცილოთ კურკა და ისე დააკონსერვოთ. 4. დაასხით მდუღარე წყალი, მოხუფეთ და გააჩერეთ 5 წთ–ის განმავლობაში. 5. შემდეგ მოხსენით თავსახური, წყალი გადმოასხით დიდ ქვაბში და დაიწყეთ მარინადის მომზადება. 6. სითხეს დაამატეთ 1 ლიტრი წყალი, ძმარი და დარიჩინი. კარგად მოურიეთ და აადუღეთ. 7. თითოეულ ქილაში ჩაასხით 1 სკ კონიაკი. ეს მისცემს ქლიავს პიკანტურ გემოს. 8. ჩაასხით მომზადებული მარინადი თითოეულ ქილაში. დააკონსერვეთ და თავდაღმა მდგომარეობაში დატოვეთ მანამ, სანამ კარგად არ გაშრება.