ჩახოხბილი
ჩახოხბილი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნივრის კბილი - 2
  • მარილი და წიწაკა
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • ხმელი სუნელი - 1 ჩ.კ
  • კარაქი - 1 ს.კ
  • ხახვი - 2 თავი
  • პამიდორი - 1-1.5 კგ
  • ქათამი - 1.5 კგ
  • რეჰანი, ქინძი, ოხრახუში
მომზადების წესები
დაჭრილი ქათამი ცოტაოდენ კარაქში შევწვათ სანახევროდ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ თავზე და ჩავშუშოთ.
პამიდორს გავაცალოთ კანი და ვაქციოთ პიურედ (ან შუაზე გავჭრათ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, კანი სახეხზე დარჩება).






პამიდორი დავამატოთ ქათამს, მოვაყაროთ ხმელი სუნელი და დაფქული ქინძი, ამოვურიოთ და ვადუღოთ 20-25 წუთი.
თუ სურვილი გვაქვს, ბოლო ეტაპზე შეგვიძლია 1 გათქვეფილი კვერცხიც ჩავამატოთ, სწრაფად მოვურიოთ, რომ კარაგდ გადანაწილდეს. როცა კვერცხი შეიკვრება, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და თუ სურვილი გვაქვს წიწაკაც.


Georgian Chakhokhbili – chicken with tomatoes