1. გატეხეთ კვერცხი და თითო-თითოდ გადაიტანეთ დიდ ჯამში. 2. დაამატეთ შაქარი, ათქვიფეთ კარგად. 3. შემდეგ - კარაქი ან მარგარინი, ვანილი და გააგრძელეთ თქვეფა. 4. ცალკე ჯამში მოათავსეთ არაჟანი და დაამატეთ სოდა, მოურიეთ კარგად და გადაიტანეთ გამზადებულ მასაში. 5. მოაყარეთ შოკოლადი, 150 გრ ფქვილი და კარგად ათქვიფეთ. 6. ბოლოს დაამატეთ ისევ 150 გრ ფქვილი და გააგრძელეთ მორევა. 7. მოათავსეთ საცხობი ქაღალდი საცხობ ფორმაზე, თანაბრად გაანაწილეთ ცომი, მოათავსეთ ცხელ ღუმელში და დაიწყეთ ცხობა 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მოამზადეთ კრემი: 1. მოათავსეთ კარაქი ჯამში და თქვიფეთ 2 წთ-ის განმავლობაში. 2. დამატეთ შესქელებული რძე და ვანილი, კარგად ათქვიფეთ. გაჭერით გამომცხვარი ცომი შუაში, ორ ნაწილად. გადაანაწილეთ მზა კრემი თანაბრად, ორივე ფენაზე. ბოლო ფენას მოაყარეთ კაკაო, წვრილად დაჭრილი შოკოლადი და ნიგოზი. უმჯობესია შედგათ მაცივარში 1 საათის განმავლობაში და შემდეგ მიირთვათ.