1. ავიღოთ დიდი ზომის ჭარხალი.გავრეცხოთ და გავთალოთ. 2. დავჭრათ კუბიკებად. 3. მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, წვენი შევინახოთ (უმჯობესია ორთქლზე მოხარშვა). 4. დავაბლენდეროთ სელის მარცვლები 5. დავუმატოთ დაბლენდერებულ სელის მარცვლებს მოხარშული ჭარხალი, წვენი და ავოკადოს ზეთი. ეს ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ და შემდგომ ამოვიღოთ თასში. 6. სურვილისამებრ დავუმატოთ ჩიას მარცვლები და შავი სეზამის მარცვლები, ასევე ნივრისა და ხახვის ფხვნილი. დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით. 7. ავურიოთ ეს ყველაფერი და დავუმატოთ ცოტაოდენი უგლუტენო ფქვილი. მოვურიოთ კარგად და გავაჩეროთ 15 წუთით. 8. პერგამენტის ქაღალდზე გადავიტანოთ ჭარხლის მასა, თავზეც პერგამენტის ქაღალდი გადავაფაროთ და გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 5-8 წუთის განმავლობაში 9.შემდეგ დავჭრათ სასურველ ფორმებად და კვლავ შევდგათ ღუმელში 20 წუთით. ჭარხლის ჩიფსები მზადაა, რომლებიც შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ და აჭამოთ პატარებსაც.