გამომცხვარი ბოსტნეულის სალათი
გამომცხვარი ბოსტნეულის სალათი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს უნივერსალური კერძია: თუ გამომცხვარ ბოსტნეულს მსხვილ ნაჭრებად დავანაწევრებთ მშვენიერი გარნირი-სალათია შემწვარ ხორცთან მისატანებლად, ხოლო წვრილად დანაწევრებული კარგი საუზმეულია პურთან ერთად

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი, რეჰანი ან ოხრახუში
  • ნივრის კბილი - 3-5
  • პამიდორი - 8
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 6
  • ბადრიჯანი - 6
მომზადების წესები
ბოსტნეული გავრეცხოთ და გავაშროთ. დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ბადრიჯანი რამდენიმე ადგილას ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ. 
ღუმელში ჩავრთოთ გრილის ფუნქცია და შევდოთ ბოსტნეული მასთან ახლოს მდებარე თაროზე, ერთი მხარე რომ მომზადდება და დარბილდება, გადავაბრუნოთ. წიწაკა უნდა გაშავდეს ნაწილობრივ, ხოლო ბადრიჯანი მოიჭმუჭნოს.
ჩავდოთ ბოსტნეული პაკეტში და მოვუკრათ თავი, 20 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ და გავასუფთაოთ.
დავანაწევროთ ბოსტნეულის რბილობი, დავასხთ ზეთი და დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი. დავამატოთ რეჰანი, ქინძი ან ოხრახუში, გემოვნების მიხედვით, ასევე მარილი და პილპილი

სალათა მზადაა!
ტეგები:
წიწაკა ბადრიჯანი პამიდორი ნანახია: 7205