1. აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი ერთმანეთში. 2. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი, მოურიეთ ხელით. შუაგულში დაასხით მცირეოდენი წყალი. 3. მზა ცომი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე წუთით. 4. სიმინდის სახამებელი და შაქარი აურიეთ ერთმანეთში. 5. მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე ცომი, მოაყარეთ სახამებელი და შაქარი. 6. დაადეთ წვრილად დაჭრილი ქლიავი წრიულად. ცომის ბოლო ნაწილები შემოუკეცეთ ზედა მხარეს. წაუსვით კვერხი და შაქარი. 7. შედგით ცხელ ღუმელში და გამოაცხვეთ 30 – 35 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე.