1. დაჭერით საზამთრო და ნესვი კუბიკებად. წამოაცვით 2-3 ცალი კუბიკი ხის შამფურებზე, ერთმანეთის მონაცვლეობით. შემდეგ მოაყარეთ ყურძენი. 2. გაადნეთ შოკოლადი. დაამატეთ ნაღები, აურიეთ სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა და გადმოდგით ცეცხლიდან. 3. გამდნარი შოკოლადი გადაუსვით ხილის შამფურებს და გემრიელად მიირთვით.