1. მოხარშეთ ლაფშა მარილიან წყალში. გადაიტანეთ ცალკე ჯამში და გაწურეთ. 2. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ: 2სკ წყალი, სოიოს სოუსი და ბრინჯის ძმარი. 3. ჩაასხით ქვაბში მცენარეული ზეთი, გადაიტანეთ მზა მასა და გამოაცხვეთ ომლეტები. 4. გადაიტანეთ სამზარეულოს დაფაზე, გააგრილეთ და დაჭერით წვრილად. 5. დაჭერით წვრილად მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი, დანარჩენი კი დაჭერით 2 სმ სიგრძის ზომებად. 6. მოთუშეთ და დაამატეთ სეზამის მარცვლები, მარილი და პილპილი გემოვნებით. 7. დაამატეთ ლაფშა და ომლეტი ტაფაზე, კარგად მოურიეთ და 2 წუთში კერძიც მზადაა.