შოკოლადი დაჭერით და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ. ხშირად ურიეთ, რომ უფრო სწრაფად გადნეს და ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. კვერცხის ცილა და გული განაცალკევეთ. გამდნარ შოკოლადს ცალ-ცალკე შეურიეთ კვერცხის გულები. კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ ღრუბელივით მასის მიღებამდე (მყარი ბეზე არ გვჭირდება). ნელ-ნელა დაუმატეთ შოკოლადიან მასას და სილიკონის ან ხის კოვზით ამოურიეთ. გადაიტანეთ ცომი ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ გააფორმეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!