ნივრის თავი კბილებად დაშალეთ და ცხელ წყალში 15-20 წუთით დაალბეთ. ამ მარტივი ხრიკით ნიორს უფრო მარტივად გაარჩევთ. პამიდორი 2 ან 3 ნაწილად დაჭერით. წითელ წიწაკას ყუნწი მოაჭერით, თესლები გამოაცალეთ და 3 ნაწილად დაჭერით. ყველაფერი ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ და ქვაბში ჩაასხით. კარგად ამოურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ხშირად ურიეთ. რომ ადუღდება, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი. კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე 25-30 წუთით და გასტერილებულ ქილებში ჩაასხით. შემდეგ თავი მოუხუფეთ და შეინახეთ.