ოთახის ტემპერატურის კვერცხი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ. დაუმატეთ თაფლი, კაკაო, ფქვილი და სოდა. სასურველი ზომის გამოსაცხობ ფორმაზე ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ (ეს მასა 2 ან ფირფიტას ეყოფა, ლანგრის ზომას გააჩნია). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთით (მზაობა ხის კოვზით შეამოწმეთ). ფირფიტები ორ ნაწილად გაჭერით, გვერდები ჩამოაჭერით და დააქუცმაცეთ (მათ მოსართავად გამოვიყენებთ). ოთახის ტემპერატურის კარაქი გათქვიფეთ, დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე, შემდეგ - ვანილი და კაკაო. მიღებული კრემი ფირფიტებზე გადაანაწილეთ. მორთეთ დაქუცმაცემული ბისკვიტითა და გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!