დაიწყეთ მარინადის მომზადება: ჩაასხით ქვაბში წყალი, შაქარი და მარილი. მოურიეთ და აადუღეთ. გაარჩიეთ ყურძენი ცალკეულ მარცვლებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჯიშის ყურძენი. თითოეულ ქილაში ჩადეთ თითო დარიჩინი, 2 ცალი წიწაკის მარცვალი, 2 ცალი მიხაკის კვირტი და 1 ჩკ ვარდის წიწაკა, რომელიც მარინადს განსაკუთრებულ გემოს შესძენს. გაავსეთ ქილა ყურძნის მარცვლებით და დაასხით მოდუღებული მარინადი. დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ 20–30 წუთით. შემდეგ, სითხე დაგმოწურეთ ცალკე ქვაბში და დაამატეთ ძმარი, 60 მლ წყალი და აადუღეთ. ჩაასხით ისევ ქილებში და კარგად მოხუფეთ. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ შედგით მაცივარში. 3-4 დღეში მარინადი საბოლოოდ მზად იქნება.