გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ მწიკვი მარილი და რძე. ათქვიფეთ მიქსერით და ბოლოს დაამატეთ კარაქი. ჩაასხით ქვაბში წყალი და მოათავსეთ ცალკე ჯამით გამზადებული მასა. დააფარეთ თავსახური და აადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ქვაბიდან ჯამი და სილიკონის ნიჩბით გარშემო შემოუარეთ ომლეტს, რომ გვერდებს მარტივად მოშორდეს. თეფშზე გადმოატრიალეთ სწრაფად და თქვენ მიიღებთ ლამაზი ფორმის, უგემრიელეს ომლეტს. გემრიელად მიირთვით!