გათალეთ ყაბაყი და გაასუფთავეთ თესლებისაგან. დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. თითო ქილაში მოათავსეთ კამის ყლორტი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და წვრილად დაჭრილი 2 კბილი ნიორი. ჩაასხით ცხელი წყალი ქილებში და დააფარეთ თავსახური. გაატარეთ პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიტანეთ ქვაბში და დაამატეთ 1 ლიტრზე: 1 სკ მარილი და 2 სკ შაქარი. ამ შემთხვევაში, 3 ლიტრზე დაამატეთ: 3 სკ მარილი და 6 სკ შაქარი. ადუღების შემდეგ დაამატეთ 6 სკ ძმარი. გადმოწურეთ სითხე ქილებიდან და ჩაასხით ტომატის სოუსი. კარგად მოხუფეთ და შეანჯღრიეთ. დადეთ თავდაღმა, შემოაფარეთ თბილი ნაჭერი. შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.