მოათავსეთ შაქარი ქვაბში, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი, ვანილი და აგარ–აგარი. კარგად მოურიეთ და აადუღეთ. ვაშლის პიურეს დაამატეთ ლიმონის წვენი და ათქვიფეთ 2 წთ ის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ კვერცხის ცილა. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ კრემისებრ მასას. ვაშლის პიურეს მომზადების რეცეპტი ნახეთ აქ ჩაასხით ცხელი მზა სიროფი კრემში და თან თქვიფეთ საშუალო სიჩქარით. დაამატეთ არომატიზატორი, კარგად ათქვიფეთ. მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და პერგამენტულ ქაღალდზე მიეცით ვარდის ფორმა. დაელოდეთ 8–9 საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. მოაყარეთ გემოვნებით შაქრის პუდრა და მიირთვით გემრიელად.