გამოიყენეთ გრძელი, დაახლოებით 12 –15 სმ სიგრძის, კიტრი. სამზარეულოს სათლელით დათალეთ თხელ ფენებად. დაჭერით ბულგარული წიწაკა წვრილ და მოგრძო ნაჭრებად. ბულგარული წიწაკის ნაჭერი მოათავსეთ კიტრის ფირფიტის თავში და დაიწყეთ გადახვევა, როგორც ფოტოზეა. გასტერილებულ ქილაში ჩაქარეთ: 1 კბილი დაჭრილი ნიორი, 1 ჩკ მდოგვის მარცვლები, 1 ჩკ კამის თესლები და გამზადებული რულეტები ჩაალაგეთ ქილაში. ბოლოს დაამატეთ ცერეცოს ყვავილი და დაასხით ცხელი წყალი. დააფარეთ თავსახური, დაელოდეთ 15 წუთით და დაიწყეთ მარინადის მომზადება. ქილიდან სითხე გადაასხით ქვაბში, 1 ლიტრზე დაამატეთ 1 სკ მარილი, 3 სკ შაქარი და 10 მლ ძმარი, აადუღეთ, ჩაასხით ისევ ქილებში და კარგად მოხუფეთ.