დაუმატეთ ფქვილს შაქარი, კაკაო, მარილი, სოდა, კარაქი, ზეითუნის ზეთი, ვანილის ექსტრაქი და რძე. ჩატეხეთ 2 ცალი კვერცხი. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას და დაამატეთ ძმარი. ისევ ათქვიფეთ. მზა ცომი გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში. მინანქარი: დადგით საშუალო ცეცხლზე კაკაო, შაქარი, მწიკვი მარილი, რძე და გამუდმებით ურიეთ. როდესაც კარგად გადნება ყველა ინრედიენტი, დაამატეთ ცოტაოდენი კარაქი და 1 სკ კონიაკი. გააგრძელეთ ხარშვა და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. გამზადებული ბისკვიტი გააცივეთ 15 წუთის განმავლობაში და მოასხით მინანქარი. სურვილისამებრ მორთეთ კენკრით. გემრიელად მიირთვით!