პამიდორი, ბულგარული, სტაფილო, ვაშლი გათლილი, ხახვი, მწარე წიწაკა, ნიორი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში. მიხაკ-დარიჩინი, შავი წიწაკის მარცვლები გავახვიოთ სუფთა ქსოვილში. ჩავაგდოთ ქვაბში, ძაფი მივაბათ და მივამაგროთ ქვაბის სახელურზე, მოვხარშოთ კარგად. შემდეგ ეს ქსოვილიანი მასა ამოვიღოთ და დავაბლენდეროთ. შემდეგ მე პურის საცერში ვატარებ, რომ რამე არ მიყვეს. ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ მარილი, შაქარი, 2 ჭიქა ძმარი. ადუღებიდან 1 საათი დავადუღოთ კარგად და ჩავასხათ სუფთა, სტერილიზებულ და მშრალ ბოთლებში. მე ბოთლები არ მქონდა და ქილებში ჩავასხი. შევფუთოთ თბილ საფენებში მთელი ღამით.