გაასუფთავეთ გოგრა თესლისაგან და გათალეთ. დაჭერით კუბიკებად და გადაიტანეთ ქვაბში. დაუმატეთ შაქარი, ჩაწურეთ ფორთოხალი. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. დაგჭირდებათ, დაახლოებით, 20-30 წუთი. დააბლენდერეთ ჯემი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა. ხარშეთ კიდევ 10 წუთით. გადაანაწილეთ ჯემი ქილებში და მოხუფეთ.