კომბოსტო, მწვანილი, წიწაკა, ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით. გახეხეთ სტაფილო. ყველა ეს ინგრედიენტი ჯამში მოათავსეთ ერთად და ხელით კარგად მოურიეთ. გაჭერით ორ ნაწილად ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ თესლისაგან და ბოსტნეულის მასა მჭიდროდ მოათავსეთ მასში. შუაგულში ჩადეთ 1 კბილი ნიორი და 1 ნაჭერი მწარე წიწაკა, ზემოდან ისევ ბოსტნეული ჩადეთ. გასტერილებულ ქილებში ჩაყარეთ შავი პილპილის მარცვლები (4–5 ცალი) და ჩააწყვეთ ბულგარული წიწაკები. მოამზადეთ მარინადი: 2 ლ წყალში ჩაყარეთ მარილი, შაქარი, აადუღეთ. დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ძმარი. გაავსეთ მარინადით ქილები. დააფარეთ თავსახური, დაელოდეთ 10 წუთით და გაუკეთეთ სტერილიზება მდუღარე წყალში. შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.