კვერცხის გული, შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი გავთქვიფე გათეთრებამდე ესე 7 წთ. დავასხი ნელ-ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები ავურიე ერთმანეთში და დავაცერი ამ მასას. ავთქვიფე 3-4 წთ-ით. ჩავასხი ფორმაში და გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა-ქვედა წვაზე 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მოხარშული ბეზე: ცილა ჩავასხი ცეცხლგამძლე თასში + მარილი, შაქარი და დავდგი ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს), ვთქვიფოთ 7-10 წთ-ით, სანამ შაქარი არ გალღვება და მივიღებთ მყარ ბეზეს + ლიმონმჟავა. შემდეგ გადმოვდგათ და ვთქვიფოთ ისევ, დაახლოებით, 7-10 წთ ბეზეს შეციებამდე, უნდა იყოს მყარი. მოხარშული ბეზე გავანაწილე გაციებულ ბისკვიტზე, ღუმელში შედებას აღარ საჭიროებს და მოვასხი მინანქარი. მინანქარი: კაკაო, შაქარი და წყალი (არ რძე) დავდგათ გაზზე, ვურიოთ. შაქარი რომ გალღვება და წამოდუღდება, გადმოვდგათ და +30 გ. კარაქი