სასურველია შეარჩიოთ შემოდგომის ან ზამთრის ჯიშის ვაშლი – თეთრი ან ღია ვარდისფერი, მყარი და კარგად მომწიფებული ხილი. ახალი და ყოველგვარი დაზიანების გარეშე. სუფთა, გარეცხილი ვაშლი ჩაყარეთ ქილაში და დაამატეთ შავი მოცხარის ფოთლები, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუბლის ან მუხის ფოთლები. დაიწყეთ მარინადის მომზადება: 5 ლიტრი ცივი წყალს დაამატეთ 100 გრ მარილი და 400 გრ შაქარი, ყველაფერი კარგად აურიეთ მანამ, სანამ მარილი და შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შეავსეთ ქილებში მზა სიროფი ისე, რომ ვაშლები მთლიანად დაიფაროს. ქილებს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ სამზარეულოში 4-5 დღის განმავლობაში, შემდეგ კი შეინახეთ გრილ ადგილას. თვენახევრში უგემრიელესი ვაშლი მზად იქნება. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოყენოთ ქლიავის, მსხლის ან მოცვის შესანახად.