გაასუფთავეთ პომიდორი და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. მოათავსეთ ქვაბში და მოხარშეთ 20–25 წუთის განმავლობაში, მოურიეთ კარგად. ადუღების შემდეგ დაუმატეთ მარილი და შაქარი. წიწაკა ჩაჭერით ორ ნაწილად შუამდე და ჩააწყვეთ ადუღებულ პომიდორში. ხარშეთ 20 წუთით, სანამ ფერს არ შეიცვლის წიწაკა. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ჩაასხით მასა გასტერილებულ ქილებში. შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.