გავრეცხოთ ინგრედიენტები და წვრილად დავჭრათ. ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ხახვი. როცა მოითუშება, დავამატოთ სტაფილო და განვაგრძოთ მოთუშვა, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ბულგარული. ეს დიდი ქილა ტომატი გავხსნათ 1 ლიტრა წყალში და ჩავამატოთ ქვაბში, დავამატოთ მარილი, პილპილი, ხმელი სუნელები, ასპირინი. ეს მოთუშული მასა ჩავასხათ ქილებში და შევფუთოთ კარგად მთელი ღამე. მართლაც უგემრიელესია. ვინც ცდით, არ ინანებთ!