
თუ ზამთარში პიცისათვის არ გაქვთ პომიდორი და ბულგარული, შეგიძლიათ ლეჩო გამოიყენოთ. ასევე, ძალიან უხდება წვნიანებს.
გიზიარებთ Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრის, ნაირა მელაძის, რეცეპტს. მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.
გავრეცხოთ ინგრედიენტები და წვრილად დავჭრათ. ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ხახვი. როცა მოითუშება, დავამატოთ სტაფილო და განვაგრძოთ მოთუშვა, შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ბულგარული.
ეს დიდი ქილა ტომატი გავხსნათ 1 ლიტრა წყალში და ჩავამატოთ ქვაბში, დავამატოთ მარილი, პილპილი, ხმელი სუნელები, ასპირინი. ეს მოთუშული მასა ჩავასხათ ქილებში და შევფუთოთ კარგად მთელი ღამე.
მართლაც უგემრიელესია. ვინც ცდით, არ ინანებთ!