დაიწყეთ მარინადის მომზადება. ჩაყარეთ ადუღებულ წყალში: დაფნის ფოთლები, შავი წიწაკის მარცვლები, მარილი და თაფლი. მოურიეთ და კარგად აადუღეთ. გახეხეთ კომბოსტო და სტაფილო წვრილად, ვაშლი დაჭერით ოთხ ნაწილად. გადაიტანეთ დიდ ჯამში, ფენა – ფენად, ერთმანეთის მონაცვლეობით. შემდეგ კარგად მოურიეთ ხელით. ბოლოს დაასხით ცივი მარინადი. მნიშვნელოვანია რომ დაადოთ სიმძიმე, დააფაროთ თავსახური და დააყოვნოთ ამ მდგომარეობაში 3 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მზა მასა გადაიტანოთ ქილებში. მოათავსეთ მაქსიმალურად მჭიდროდ და ბოლომდე გაავსეთ ცარიელი სივრცე მარინადით. შეინახეთ გრილ ადგილას.