ღვეზელი ხაჭოთი და პამიდვრით
ღვეზელი ხაჭოთი და პამიდვრით
დრო 50წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ორეგანო - სურვილით
  • მარილი და პილპილი
  • კამა
  • კვერცხი - 1
  • არაჟანი - 2 ჩ.კ
  • პამიდორი - 1
  • ყველი - 150 გ
  • ხაჭო - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 250 გ
  • მწვანილი - მოსაყრელად
მომზადების წესები
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 25 სმ დიამეტრის მრგავალი ფენა.
ყველი გავხეხოთ, ხაჭო ჩანგლით დავსრისოთ და არაჟანთან ავურიოთ, მწვანილი წვრილად დავჭრათ. ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ.
კვერცხის ცილა მიქსერით ავთქვიფოთ და ხაჭოან მასას ფრთხილად გადავურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი. 

ცომი გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე, დაგავანაწილოთ გულსართი, პამიდორი დავჭრათ რგოლებად და ზემოდან დავალაგოთ. ცომს გვერდები გადმოვუკეცოთ და ათქვეფილი კვერცხის გული მოვუსვათ.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30-40 წუთი. მზა ღვეზელს მოვაყაროთ ცოცხალი, დაჭრილი მწვანილი და ხმელი ორეგანო.