გარეცხე, დაწრიტე, თასში გადაიტანე, კილო-კილოზე დაამატე შაქარი (ფენა-ფენა: შინდი, შაქარი, შინდი, შაქარი...). გააჩერე ერთი ღამით. მეორე დღეს დაასხი 2 ჭიქა წყალი (4 კგ-ზე), დადგი ნელ ცეცხლზე და ხარშე (რომ წამოდუღდება, 15-20 წუთი ხარშე, მერე გათიშე, გააგრილე. ასე გაიმეორე 3-ჯერ. ხშირად ურიე). ბოლოს ჩაასხი ქილებში. უგემრიელესია, ზამთარში გაციების წამალია!