მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და თუშეთ 3–4 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით დაბლენდერებული პომიდორი. მოაყარეთ მარილი და შაქარი. ხშირად ურიეთ. დაჭერით ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი დაახლოებით 2 სმ სიგრძის ოთხკუთხედ ნაჭრებად, მწარე წიწაკა – წვრილ ნაჭრებად და როდესაც კარგად ადუღდება, ყველა ინგრედიენტი დაამატეთ ქვაბში. ხარშეთ 25 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი ნიორი, ძმარი, მარილი და შაქარი. მოურიეთ კარგად და ხიზილალაც მზად არის. გამოდის დაახლოებით 3–3.5 ლ. გადაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზეც.