დაჭერით ვაშლი გაუთლელად, გაასუფთავეთ გულისგან, ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ 100-200 მლ წყალი. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე. დაგჭირდებათ 40–50 წუთი. დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ან შეგიძლიათ გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ კარგად გადაწურეთ, რათა მიიღოთ წმინდა პიურე. აადუღეთ ისევ და დაუმატეთ შაქარი, ურიეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხნება. დაუმატეთ ლიმონმჟავა. ურიეთ ხის კოვზით, სანამ არ ადუღდება. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ თქვენ მიიიღებთ სქელ მასას და შეძლებთ ჯემის ქილებში გადანაწილებას. ინახება მარტივად, ოთახის ტემპერატურაზეც.