აურიეთ ერთმანეთში ვანილის ორცხობილა და შავი შოკოლადი, დაუმატეთ რძე. კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ 24 სმ დიამეტრის საცხობ ფორმაში (წინასწარ ჩააფინეთ პერგამენტი). კრემი: ჩაასხით ქვაბში რძე, დაუმატეთ შაქარი, მანის ბურღული და მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, შემდეგ კი დაუმატეთ ქოქოსის ფანტელები. გამზადებული კრემი თანაბრად გადაანაწილეთ ცომზე და შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. მინანქარი: ჩაასხით ცეცხლგამძლე ჯამში ნაღები და შავი შოკოლადი. შედგით ღუმელში 2 წუთით, შემდეგ კარგად მოურიეთ და მოასხით კრემს ისე, რომ მთლიანად დაიფაროს ბოლო ფენა. დააყოვნეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში და ტორტიც მზადაა, გემრიელად მიირთვით!