თხელკანიანი ტკბილი გოგრა გავასუფთავე კანისა და კურკებისგან, დავჭერი პატარა კუბიკებად, მზა გამოვიდა 2 კგ, დავფარე წყლით. როცა ადუღდა, დავახურე თავი საბოლოო მოხარშვამდე. მოხარშული ნაყოფი თავის ნახარშში წყლის გარეშე დავაბლენდერე, ჩავასხი იმავე ქვაბში, დავასხი ცივი წყალი 2 ლ (შეგიძლიათ ზამთარში ქილის გახსნის შემდეგაც დაამატოთ წყალი, მე ასე მირჩევნია) როცა მასა ადუღდა, ქაფი მოვხადე, დავუმატე შაქარი გემოვნებით (ცოტას ვუმატებ) და 1 ჩკ ლიმონმჟავა. ადუღდა და ცხელივე ჩავასხი დასტერილებულ ქილებში, შევფუთე გაგრილებამდე.