მსხვილმარცვლიანი ყურძენი, თითა, ალადასტური და სხვა ჯიშის, გავრეცხოთ, დავმარცვლოთ და მოვათავსოთ ლიტრიან ქილაში. ფენებად ჩავუყოლოთ ორი ცალი დაფნის ფოთოლი, ნახ. ჩკ კამის თესლი, ერთი ღერი რეჰანი და ორი ღერი ნიახური, მესამედი წითელი მწარე წიწაკა, 3 კბილი ნიორი. დავამატოთ 1 სკ მარილი და 1 სკ შინაური ღვინის ძმარი. შევავსოთ ადუღებული წყლით, დავაფაროთ თავსახური და დავდგათ სითბოში. სამ დღეში დავაგემოვნოთ. თუ ზამთრისთვის გნებავთ შენახვა, გაასტერილეთ 15 წთ კომპოტივით, ან დაამატეთ 1 აბი ასპირინი და მოხუფეთ. არჩევანი თქვენზეა, ვისაც როგორ გიყვართ მწილების მომზადება ისე გააკეთეთ.