მსხალი ხაჭოთი და ნიგვზით
მსხალი ხაჭოთი და ნიგვზით
დრო 25წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
საოცრად გემრიელი, მსუბუქი და სასარგებლო დესერტი

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - დანის წვერით
  • ხაჭო - 2 ს.კ
  • თხევადი თაფლი - 1 ჩ.კ
  • მსხალი - 1
  • ნიგოზი
  • შაქარი და კარაქი ფორმისთვის
მომზადების წესები
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
კერამიკის ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი.
მსხალი გავრეცხოთ, ორად გავჭრათ და კურკები ამოვაჭრათ.
თაფლი და ხაჭო ავურიოთ, შემდეგ გავანაწილოთ მსხლის გულში, მოვაფრქვიოთ დარიჩინი და გამოვაცხოთ 15-20 წუთი.
მზას მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.