ოქროს წინსაფრის მფლობელის - სოლომონ მძინარაშვილის კერძის რეცეპტი
ოქროს წინსაფრის მფლობელის - სოლომონ მძინარაშვილის კერძის რეცეპტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მსხლისა და ვაშლის სალათა
  • მსხალი - 150 გ
  • ვაშლი - 150 გ
  • ლურჯი ობიანი ყველი - 60 გ
  • პამიდორი ჩერი - 70 გ
  • რომანო - 80 გ
  • რუკოლა - 60 გ
  • ლოლა როსა - 80 გ
ჟოლოს დრესინგი
  • ჟოლო - 100 გ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ძმარი - 10 მლ
  • შაშკვლავი - 1 გ
  • მარილი - 2 გ
  • გრეიფრუტის წვენი - 25 მლ
  • შაქარი - 10 გ
  • ნახევარი ლაიმის ცედრა
  • ზეითუნის ზეთი - 50 მლ
მომზადების წესები

სალათის ფოთლების მიქსს ვრეცხავთ კარგად, ვაქუცმაცებთ პატარ პატარა ნაჭრებად და ვათავსებთ წინასწარ მომზადებულ თასში რომ კარგად დაიწუროს, შემდეგ ვასუსუფთავებთ მსხალს და ვაშლს გულებისგან, ვჭრით ძალიან თხელ სლაისებად, ვაშლის და მსხლის ნახევარს ვათავსებთ სალათის ფოთლებთან ერთად და ნახევარს ვინახავთ სერვირებისთვის.

ჟოლოს დრესინგი 

ვიღებთ მოცემული რაოდენობის ჟოლოს და  ვათავსებთ ბლენდერში, შემდეგ ვუმატებთ დანარჩენ ინგრედიენტებს ზუსტი რაოდენებით და ვბლენდერებთ კარგად, მასა უნდა იყოს ჰაეროვანი და ნაზი.

აწყობა

ვიღებთ თასში წინასწარ მომზადებულ ინგრედინტებს, ვუმატებთ დრესინგს ნელ-ნელა  სასურველი რაოდენობით  და ამოვურით ფრთხილად. შემდეგ გადმოგვაქვს თეფშზე, ვუმატებთ პომიდორ ჩერის გაფორმებისთვის, გრძელ ჩხირებად დაჭრილ ობიან ყველს და დანარჩენ ატამსა და მსხალს, ჩვენი სალათი მზად არის, გემრიელად მიირთვით.