შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ 1 საათით. ცომი დაყავით და პატარა ბურთულები გააკეთეთ. საცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ სათითაოდ, დააკავშირეთ ერთმანეთთან ისე რომ მისცეთ ყვავილის ფორმა. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ, წაუსვით კვერცხის გული და შუაგულში მოათავსეთ ჯემი, მიწისთხილის ან შოკოლადის კარაქი. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. მზა ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.