მუჟუჟი
მუჟუჟი
დრო 300წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ფეხები - 4-5 ცალი
  • მარილი - 10 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი - 10-15 ც
  • ხახვი - 1 თავი
  • ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი - 6-7 ცალი
  • შავი პილპილი - 10-12 ცალი
  • ნიორი - 10-15 კბილი
  • ძმარი - 100 გრ
მომზადების წესები
ღორის ფეხები კარგად გავრაცხოთ, გავჭრათ 2 ნაწილად და წყალში გავაჩეროთ 1 დღე, შემდეგ კარგად მოვხარშოთ დაფნასთან და ხახვთან ერთად. 6 ს/კ მარილი გავხსნათ 2 ლიტრ ცივ წყალში და ცხელი ფეხები ჩავაწყოთ ამ ხსნარში 10-15 წუთი. მარინადი მზადდება შემდეგნაირად: 3 ლიტრ წყალში ვაწყობთ დაფნის ფოთოლს, 4 ს/კ მარილს, ბაჰარ ისა და შავი პილპილის მარცვლებს და ვადუღებთ 10-15 წუთი, შემდეგ ვაცივებთ ოთახის ტემპერატურამდე. გაცივებულ ხსნარს ვასხამთ ფეხებს, ისე რომ დაიფაროს, ჩავჭყლიტავთ ნიორს, ვასხამთ ძმარს და 1 დღე-ღამე ვაჩერებთ მარინადში, გრილ ადგილას. ამოვიღეოთ ფეხები და გემრიელად მივირთვათ. ინახება მაცივარში.
ავტორი:
გიორგი ადამია
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 75