
გაადნეთ კარაქი ტაფაზე და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი.
დაჭერით ბროკოლი, დაამატეთ ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
2 წუთის შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. კარგად მოურიეთ და დაამატეთ არაჟანი. მოაყარეთ ორეგანო.
დაელოდეთ მანამ, სანამ ოდნავ წამოდუღდება და დაამატეთ გახეხილი ყველი. 5 წუთიც და კერძი მზადაა.