ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ ვანილი გემოვნებით და თაფლი. ფქვილი და სოდა დაამატეთ ბოლოს. მიიღებთ კეფირისებრ უნაზეს ცომს. გადაიტანეთ ცომი საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, დაგჭირდებათ დაახლოებით 20 წუთი. მოცემული დოზებით გამოდის 3 ფენა. ამასობაში, დაიწყეთ კრემის მომზადება: ათქვიფეთ მიქსერით ჯერ მხოლოდ კარაქი, შემდეგ დაუმატეთ 4სკ შესქელებული რძე და ვანილი. წაუსვით თითოეულ ფენას კრემი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ბოლო ფენას მოაყარეთ გახეხილი ბისკვიტი და ასევე ნიგოზი.