წიწილას ძმარი შევაზილოთ და 1 საათი გავაჩეროთ. შემდეგ გავჭრათ მკერდზე, ხერხემლით ზემოთ დავდოთ და ხელით დავაწვეთ რომ დაბრტყელდეს.შევურიოთ მარილი, წიწაკა, პილპილი, ქინძის დანაყილი თესლი და ნიორი, წიწილას შევაზილოთ ორივე მხრიდან. ტაფაზე გავადნოთ 1 კოვზი კარაქი, დავდოთ წიწილა, დავაფაროთ ისეთი ზომის სახურავი, რომელიც უშუალოდ წიწილას შეეხება და დავადოთ სიმძიმე. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ოქროსფერი ხრაშუნა კანი გაუჩნდება, გადმოვაბრუნოთ და კვლავ სიმძიმის ქვეშ გავაგრძელოთ წვა.კანის მობრაწვის შემდეგ წიწილას სიმძიმე ავაცალოთ და ჩვეულებრივი თავსახურის ქვეშ დავასრულოთ მომზადება.