ბრინჯი გავრეცხოთ, ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კარაქი + ზეთი, შაქარი და მარილი. როცა კარგად გაიხსნება წყალში შაქარი და კარაქი, დავუმატოთ ბრინჯი და ქვაბს თავზე დავაფაროთ, ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალს არ დაიშრობს. დაახლოებით 35-40 წთ საკმარისი იქნება, ბოლოს ვამატებთ ქიშმიშსა და გარგარს. უგემრიელესია!