
ვის არ უყვარს ტკბილი ფლავი? გიზიარებთ ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრის, თამო მეფიშვილის რეცეპტს.
ბრინჯი გავრეცხოთ, ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კარაქი + ზეთი, შაქარი და მარილი. როცა კარგად გაიხსნება წყალში შაქარი და კარაქი, დავუმატოთ ბრინჯი და ქვაბს თავზე დავაფაროთ, ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალს არ დაიშრობს. დაახლოებით 35-40 წთ საკმარისი იქნება, ბოლოს ვამატებთ ქიშმიშსა და გარგარს.
უგემრიელესია!