ვიღებთ იხვის ფილეს, ვსერავთ კანს თანაბრად ისე, რომ ხორცის ფენა არ დავაზიანოთ. შემდეგ დავდოთ, რომ დაიწუროს. ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩავყაროთ და 2 წუთით გავაჩეროთ, რომ მოიწალოს. შემდეგ გადმოვდგათ და გადავწუროთ. გაზზე დავდგათ ტაფა, დავასხათ ზეთი და რომ გაცხელდება, ჩავყაროთ წინასწარ მოწალული კომბოსტო, მოვბრაწოთ დაახლოებით 2 წუთით და დავასხათ ნაღები. დავუმატოთ მარილი და ცოტა შავი პილპილი. როცა ნაღები წამოდუღდება, გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ პარმეზანი და კარგად დავაბლენდეროთ. უნდა მივიღოთ პიურეს მასა. კარამელიზირებული სტაფილო ტაფაში ჩავაგდოთ 50 გრამი კარაქი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ჩავყაროთ სტაფილო, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ქლიავის ღვინო, ნახევრად ტკბილი ღვინო და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, არ უნდა დარბილდეს ძალიან, უნდა დარჩეს ხრაშუნა. ფრანგული ლობიო მოვწალოთ ფრანგული ლობიო დაახლოებით 3 წუთით, შემდეგ გადავიტანოთ ყინულიან წყალში, ფერი რომ არ დაკარგოს. გავაჩეროთ ყინულში 2-3 წუთით. შემდეგ დავყაროთ ცხელ ტაფაზე და სწრაფად მოვურიოთ, თან დავუმატოთ ნიორი და წინასწარ წვრილად დაკეპილი ნუში, ცოტა ლაიმის წვენიც. კარგად მოვურიოთ. როცა ნუში დარბილდება, მზადაა. ამასობაში ვიწყებთ ფილეს შეწვას. პირველ რიგში ვაყრით მარილს, ვიღებთ სქელძირიან ტაფას და ვდებთ იხვის ფილეს ცივ ტაფაზე, კანის მხრიდან ვაჩერებთ საშუალო ცეცხლზე 7 წუთით, შემდეგ ვატრიალებთ და ვაჩერებთ 4 წუთით, გადმოვიტანოთ დაფაზე და დავასვენოთ. ქლიავის სოუსი გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი და დავყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ოქროსფერამდე ვთუშოთ, შემდეგ დავუმატოთ ქლიავის ჩირი და პატარა კუბიკი კარაქი, ვთუშოთ 2 წუთით, შემდეგ დავასხათ დარჩენილი ქლიავის ღვინო, დაკეპილი ნიორი და ნახევრად ტკბილი ღვინო. ვადუღოთ, სანამ მასა არ შესქელდება, სერვირება თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!